20 ნოემბერი 2024,   00:57
ვრცლად
ბოტანიკური ბაღის გადარჩენა - დედაქალაქში საპროტესტო აქციები იგეგმება

ბოტანიკური ბაღის გადარჩენის მოწოდებით დედაქალაქში, მიმდინარე კვირას საპროტესტო აქციები იგეგმება. არასამთავრობოები საზღვრების ცვლილებას გააპროტესტებენ.

სამოქალაქო სექტორის აზრით, ეს ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მისი სახეცვლილება დაუშვებელია. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ამ საკითხზე სამართლებრივი დავაც დაიწყოს.

ბოტანიკური ბაღის საკითხის დაყენებას საკრებულოში გეგმავს ნაციონალური მოძრაობა. უმცირესობა არ გამორიცხავს, რომ ხვალ თავადაც გამართოს აქცია იმ 29 ჰექტარის მიწის ნაკვეთის გასხვისების პარალელურად, რომლის შეძენითაც მათივე თქმით, ივანიშვილია დაინტერესებული.

ამ ტერიტორიაზე ტენდერი მერიას აქვს გამოცხადებული. 

დღის ამბები