03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
რელიგიური სიმბოლოები 64 ქვეყნის დროშაზეა გამოსახული

მსოფლიოს 196 ქვეყნის ერთი მესამედის ეროვნულ დროშებზე რელიგიური სიმბოლოებია გამოსახული, - ნათქვამია Pewresearch-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში. ამ კატეგორიის ქვეყნებიდან 64-ს დროშაზე აქვს ქრისტიანული სიმბოლოები (48 პროცენტი), დაახლოებით ერთ მესამედს კი - ისლამური (33 პროცენტი). ასეთი ქვეყნები თითქმის ყველა კონტინენტზე გვხვდება.

ჩამონათვალში შესულია საქართველოს დროშაც, რომელზეც ხუთი ჯვარია გამოსახული.

კვლევაში მოყვანილია გაერთიანებული სამეფოს მაგალითი, რომლის დროშაზე Union Jack-ზე გამოსახულია წმინდა გიორგი, წმინდა პეტრე და წმინდა ანდრია.

ესპანეთი, საბერძნეთი, ნორვეგია და დომინიკის რესპუბლიკა ასევე შედის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთაც ეროვნულ დროშებზე ქრისტიანული სიმბოლოები აქვთ.

ისლამური სიმბოლოები გამოსახულია აფრიკისა და აზია-წყნარი ოკეანეთის, ასევე შუა აღმოსავლეთისა და აფრიკის ჩრდილოეთის რეგიონის 21 ქვეყნის დროშაზე.

ისრაელი ერთადერთი ქვეყნაა, რომლის დროშაზეც ებრაული სიმბოლოებია გამოსახული, მათ შორის დავითის ვარსკვლავი და თეთრი, ლურჯზოლიანი ფონი, რომელიც ტრადიციულ ებრაულ სალოცავ საბურავს გამოხატავს.

მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატების დროშაზე არანაირი რელიგიური სიმბოლო არ არის გამოსახული, რამდენიმე შტატის დროშაზე მაინც არის რელიგიური გამოსახულება. მაგალითად, ახალი მექსიკის დროშაზე წითელი მზე სხივებით. ალაბამასა და ფლორიდის დროშებზე კი წმინდა ანდრიას ჯვარია გამოსახული.

დღის ამბები