20 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
დისკრედიტაციის კამპანიამ პირადად ჩემს წინააღმდეგ ყველა ზღვარს გადააჭარბა - მიხეილ გიორგაძე სათანადო უწყებებს საკითხის შესწავლას სთხოვს

კულტურის მინისტრი საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის შედეგს ბრიფინგით გამოეხმაურა.

მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტების კითხვები არ უპასუხა. უწყების ხელმძღვანელს არც განმარტებები გაუკეთებია, თუმცა შესაბამის უწყებებს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდა.

საუბარია კულტურის სამინისტროსა და სიპებში დახარჯული სახსრებისა და დასაქმებული კადრების შესახებ კვლევაზე, სადაც საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით, კორუფციის ნიშნები იკვეთება.

“დისკრედიტაციის კამპანიამ პირადად ჩემს წინააღმდეგ და ჩემი გუნდის წინააღმდეგ, ყველა ზღვარს გადააჭარბა და შეურაცხმყოფელი ხასიათი მიიღო. იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს ყველა ამ საკითხს, მე მინდა, მოვუწოდო შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს, შეისწავლონ ყველა ეს საკითხი და ბოლოს და ბოლოს წერტილი დაუსვან ამ თემას. მე ამ თემაზე აღარ ვისაუბრებ მანამ, სანამ ასეთი საბოლოო დასკვნები არ დაიდება,“ - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

დღის ამბები