02 ოქტომბერი 2024,   02:35
ვრცლად
მტკვარში მაშველები ავტომობილს და მის მძღოლს ეძებენ

მტკვარში მაშველები ავტომობილს და მის მძღოლს ეძებენ. შემთხვევა ღამით მარჯვენა სანაპიროზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, სწრაფად მიმავალმა მანქანამ ჯებირი გაანგრია და წყალში გადავარდა. მანქანის ძებნა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაიწყეს, თუმცა უშედეგოდ.

მაშველების ინფორმაციით, მათ მუშაობას დაბალი მხედველობა და მდინარის სწრაფი დინება უშლის ხელს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ ერთი პირი იმყოფებოდა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დაწყებულია გამოძიება.

დღის ამბები