03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
"ეს ჩემი კომპეტენცია არ არის," - ნოდარ ხადური ლარის რყევაზე

„მე მინდა გირჩიოთ, რომ კანონმდებლობა წაიკითხოთ,“ - ასე პასუხობს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, იხსნის თუ არა ის პასუხისმგებლობას ლარის კურსის რყევაზე.

ხადურმა განაცხადა, რომ მისი კომპეტენცია არ არის სხვა ორგანიზაციების საქმიანობის შეფასება და ვერ ამბობს, თუ რამ განაპირობა ლარის კურსის ცვალებადობა, ეროვნული ბანკის შეცდომამ, თუ სხვა ფაქტორებმა.

ფინანსთა მინისტრმა კომენტარი გააკეთა მიმდინარე წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ 2014 წლის ბიუჯეტი შესრულდება. მისი შემოსავლები 100 პროცენტზე მეტი იქნება, ხარჯები კი დაახლოებით 100 პროცენტამდე იქნება შესრულებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები