03 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
პროდუქტები გაძვირდა

ლარის ვარდნის პირდაპირპროპორციულად იზრდება ფასები. ყველაზე მნიშვნელოვანი მატება პროდუქტზე ბოლო სამი დღის განმავლობაში მოხდა. თუმცა, ლარის დღევანდელ კურსს თუ გავითვალისწინებთ, ხვალ მომხმარებელს კიდევ უფრო გაძვირებული პროდუქტი დახვდება.

ფასების მატებასთან ერთად კი დახლებთან მყიდველების რაოდენობა ყოველდღიურად მცირდება.

დღეს „კურიერთან“ მოქალაქეები უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამდნენ. გაძვირდა ხორცი, რძის პროდუქტები და კარტოფილი, რომლის ფასმაც 20%-ით მოიმატა.  ჩამოთვლილი პროდუქტების გარდა, საგრძნობლად გაიზარდა ფასი ყველა სახეობის ხილზე. ვაშლის ფასმა 1 ლარით მოიმატა.

დღის ამბები