10 ადამიანი და მათ შორის 5 ბავშვი დაიღუპა ავიაკატასტროფის შედეგად კოლუმბიაში.
ვერტმფრენს, რომელიც ტოლიმას პროვინციაში ჩამოვარდა, სულ 8 მგზავრი გადაჰყავდა. ჩამოვარდნამდე რამდენიმე წუთით ადრე დისპეტჩერმა მიიღო სიგნალი სამგზავრო ვერტმფრენის ტექნიკური პრობლემების შესახებ.
მომხდარის დეტალებს გამოძიება შეისწავლის. ჩამოვარდნილი ვერტმფრენი კერძო კომპანიას ეკუთვნოდა და დედაქალაქიდან შიდა რეისებს ასრულებდა.