03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა „ოლიმპიურ ქალაქში“

თბილისის ზღვაზე „ოლიმპიური ქალაქში“ უბედური შემთხვევის ზუსტი მიზეზი უცნობია. სამართალდამცავები ახლა „ჰუალინგ ჯგუფის“ ხელმძღვანელ პირს კითხავენ, რათა მომხდარის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

შემთხვევა „ოლიმპიურ ქალაქში“ რამდენიმე საათის წინ მოხდა, რის შედეგადაც ერთი მოხელე გარდაიცვალა, ცხრა კი - დაშავდა. მომხდარის შესახებ ორი ვერსია ვრცელდება. ერთი ვერსიით, ინციდენტი მაღალი ძაბვის გამო მოხდა, მეორე ვერსიის თანახმად კი მოხელეებმა უსაფრთხოების ზომები დაარღვიეს.

დაშავებულთა მდგომარეობა სტაბილურია. მათ სამედიცინო დახმარებას მედიკოსები უწევენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები