03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
"გადადებული ოცნება" - The Economist საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აშუქებს

რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხესა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე წერს ჟურნალი “ეკონომისტი” სტატიაში სათაურით “გადადებული ოცნება”.

ავტორის შეფასებით, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიუხედავად, საქართველო ახლა უფრო მეტად დგას საფრთხის წინაშე, რადგან თუ უკრაინა დაიშლება რუსეთის ზეწოლის გამო, მოსკოვის მომდევნო სამიზნე შესაძლოა საქართველო გახდეს.

სტატიის თანახმად, კრემლის მხრიდან სამხედრო ინტერვენცია არასდროს არ არის გამორიცხული, მაგრამ ისე, როგორც ეს უკრაინაში გააკეთა, მოსკოვი ეცდება მიზნის მისაღწევად ქართული პოლიტიკის სისუსტე გამოიყენოს, - წერს ავტორი.

მისივე შეფასებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში განვითარებული მოვლენები რუსეთს ამის გაკეთებას უადვილებს.

დღის ამბები