03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
"მივმართავ ნარმანიას და სუბარს, შეწყდეს დევნილთა გამოსახლება,“ - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია ნავთლუღის ქუჩაზე მიმდინარე დევნილთა საპროტესტო აქციაზე მივიდა.

ნიკა მელიამ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემები მოისმინა და დედაქალაქის მერს და დევნილთა მინისტრს მიმართა.

„მოვუწოდებ და მივმართავ ბატონ ნარმანიას და სუბარს, შეწყვიტონ ყოფილი სამხედრო ჰოსპიტლიდან დევნილთა გამოსახლების პროცესი და დაეხმარონ მათ პრობლემების მოგვარებაში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ამ დრომდე ნავთლუღის ქუჩაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ აქციას ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები დევნილები მართავენ, რომლებსაც ლტოლვილთა სამინისტრო გამოსახლებას უპირებს.

ისინი სამინისტროს მიერ შეთავაზებულ წინადადებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც 240-მდე ოჯახმა ბინა 300 ლარად უნდა იქირავოს. სწორედ ამ თანხას სთავაზობს სამინისტრო, გამოსახლების სანაცვლოდ, დევნილებს ქირის სახით.

ამავე თემაზე
დღის ამბები