03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
ნიკა მელია დედაქალაქის მთავრობას ავარიული სახლების გამო აკრიტიკებს

„დედაქალაქის მერია არა თუ არ ახორციელებს, არც კი გეგმავს მომავალ წელს არანაირ სარეაბილიტაციო სამუშაოებს“-ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ ძველი თბილისის უბნებში ავარიული სახლების დათვალიერებისას გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ წლების წინ ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები აბანოთუბანში, კალაუბანში, ლეღვთახევში და ეს ტენდენცია იყო მზარდი. მელიას თქმით წინა ხელისფლების დროს და დაგეგმილი იყო შემდგომი სამუშაოები თუმცა მოქმედმა ხელისუფლებამ მომავალი წლის ბიუჯეტში სარეაბილიტაციო სამუშაოები არ გაითვალისწინა.

ნიკა მელიასთან ერთად ავარიული სახლები საკრებულოს წევრმა, ირაკლი აბესაძემაც დაათვალიერა და განაცხადა, რომ ეს ადამიანები ცხოვრობენ მათი ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში. მისი თქმით უნდა არსებობდეს ისეთი პროგრამა როგორიც იყო „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“.

ნაციონალური მოძრაობის წევრები ამტკიცებენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში ამ პრობლემის მოსაგვარებლად 8 მილიონია გათვალისწინებული , როცა რეალურად 30-ია საჭირო. მათივე თქმით, 2015 წელს მხოლოდ იმ სახლების რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რომელიც მთავრობის კანცელარიის სიახლოვეს მდებარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები