03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
„ხოფის ბაზრობაზე“ ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ბათუმში ე.წ. „ხოფის ბაზრობაზე“ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ ერთერთ სავაჭრო ჯიხურში მაშველებმა აღმოაჩინეს.

გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს ადგილობრივი სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი. რაც შეეხება დაზარალებულებს, ცნობილია, რომ მხოლოდ ერთი ადამიანია გადაყვანილი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და ის უმძიმეს მდგომარეობაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ბათუმში ხანძარი ამჟამად უკვე ლიკვიდირებულია. დამწვარია 50-ზე მეტი სავაჭრო ჯიხური. ზარალის დათვლა ხვალ დაიწყება. წინასწარი ინფორამციით, ცეცხლი თავდაპირველად საახალწლო ფეერვერკების მაღაზიას წაეკიდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები