03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
„რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს ლანჩხუთში გამგებლის ახლობელი დაემუქრა

ლანჩხუთში „რუსთავი 2“-ის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.  ვლადიმერ მენაბდე ლანჩხუთის სტადიონზე, გადაღებაზე იმყოფებოდა, როდესაც მასთან რამდენიმე პირი მივიდა და მუქარა და გინება დაუწყო.

მენაბდემ მათ შორის ერთ-ერთი, „ქართული ოცნების“ აქტივისტი და ლანჩხუთის გამგებლის ახლობელი ნუგზარ ცინცაძე ამოიცნო.

ვლადიმერ მენაბდე აცხადებს, რომ თავდამსხმელები მას აგრესიულად მიმართავდნენ და ოპერატორს გადაღების საშუალებას არ აძლევდნენ. “რუსთავი 2“-ის კორესპონდენტის თქმით გინებასთან ერთად მათ ემუქრებოდნენ, რომ მეორედ აღარ ჩასულიყვნენ ლანჩხუთში და იაღოველებს და სექტანტებს უწოდებდნენ. როგორც ჟურნალისტი ყვება ადგილზე 20-მდე პოლიციელი იყო, რომელსაც სიტუაციის გასანეიტრალებლად არაფერი გაუკეთებია.

ვლადიმერ მენაბდე ოპერატორთან ერთად ლანჩხუთის გურიისა და ბოლნისის სიონის თამაშს იღებდა. 

დღის ამბები