03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
გრიგორი ლეპსის კონცერტზე „მაესტროს“ ჟურნალისტი დააკავეს

გრიგორი ლეპსის კონცერტი თბილისში ხმაურით დაიწყო და სკანდალით გაგრძელდა. რამდენიმე წუთის წინ კონცერტის ორგანოზტორებმა თავისუფლება აღუკვეთეს ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტს ნინი მეტრეველს, რომელიც გრიგორი ლეპსის კონცერტის კულუარებში მუშაობდა.

რადგან „მაესტრო“ იყო გრიგორი ლეპსის კონცერტის მედიაპარტნიორი, მას ჰქონდა ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერის უფლება. ჟურნალისტმა კი ლეპსის ჰკითხა, უქმნიდა, თუ - არა დისკომფორტს მისი და პუტინის მეგობრობა და თუნდაც ის აქცია, რომელიც გარეთ მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ  კონცერტის ორგანიზატორებმა თავიდანვე გააფრთხილეს ამ თემასთან დაკავშირებით მსგავსი შეკითხვები არ დაესვა , ჟურნალისტამა როგორც „მაესტროს“ საინფორმაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ჟიჟილაშვილმა განმარტა, დელიკატურობის ფარგლებში მაინც სცადა ამ კითხვაზე პასუხის მიღება.

სწორედ ამის შემდეგ აღუკვეთეს „მაესტროს“ ჟურნალისტს აღუკვეთს თავისუფლება და ის ამ დრომდე კონცერტის ორგანიზატორებს ერთ-ერთ ოთახში ყავთ ჩაკეტილი. ჟიჟილაშვილის თქმით, ერთერთმა პროდუსერმა, სახელად ლელა, უთხრა, რომ არ გაუშვებს ოთახიდან, ვიდრე მისი ხელმძღვანელი არ მივა.

შეგახსენებთ, ქართული წარმოშობის მომღერლის გრიგორი ლეპსის, იგივე გრიგოლ ლეფსვერიძის კონცერტი სპორტის სასახლეში ხმაურით დაიწყო. მოქალაქეთა ნაწილმა ლეპსის კონცერტის თბილისში ჩატარება გააპროტესტეს და იმ ადამიანებს, ვინც კონცერტს დაესწრნენ, მოღალატეები უწოდეს.

როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, ამის მიზეზი გრიგორი ლეპსის მიერ ვლადიმერ პუტინის და მისი პოლიტიკის ღია მხარდაჭერაა. 

დღის ამბები