03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
ლეპსის კონცერტზე, რომელიც საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა, ბილეთების 95% გაიყიდა

ქართული წარმოშობის მომღერლის, გრიგორი ლეპსის, იგივე გრიგოლ ლეფსვერიძის კონცერტის ბილეთების 95 პროცენტი გაყიდულია. ბილეთების ფასი 40-დან 350 ლარამდე მერყეობდა.

 

თუმცა აქცია საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. აქციის მონაწილეები საკუთარ პროტესტს მომღერლის მხრიდან პუტინის პოლიტიკის ღია მხარდაჭერას უკავშირებდნენ. მათ კონცერტზე დამსწრე მოქალაქეებს "მოღალატეები" უწოდეს. 

აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ არავის აქვს უფლება დაესწროს გრიგორი ლეპსის კონცერტს, რადგან ის არის ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი, შავ სიაშია შეყვანილი აშშ-ს მიერ მაფიასთან კავშირის გამო და ასევე ლეპსის დღევანდელ კონცერტზე მოსვლა, ეს ნიშნავს იმ გმირების უპატივცემულობას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე საქართველოს ერთიანობას შესწირეს.

მომღერალმა ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსულ გამოცემასთან www.life-news.ru-სთანსაუბრისას განაცხადა:

„მე ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქე და პატივს ვცემ ჩემს პრეზიდენტს და ვემხრობი ყველა მის გადაწყვეტილებას, რომელსაც ის იღებს. მე მას ვემხრობი და პატივს ვცემ ყველა იმ ნაბიჯში, რომელსაც ის დგამს“.

გრიგორი ლეპსის კონცერტის ორგანიზატორი ლალი ასლანიშვილი აცხადებს, რომ მისთვის კონცერტის ორგანიზება დისკომფორტს არ წარმოადგენდა და მან გრიგორი ლეპსის პუტინის მხარდამჭერი განცხადებები ვერ იპოვა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები