03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
დახმარების ახალი წესები და შეცვლილი პრიორიტეტები

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების დახმარების წესი იცვლება. ახალი წლიდან ტელევიზორი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები ოჯახის რეიტინგზე გავლენას ვეღარ მოახდენს. მნიშვნელობა ექნება ძროხა, ან ტრაქტორი თბილისში გყავთ თუ სოფელში, პატარა, თუ დიდ ქალაქში. ქალაქსა და სოფელში სიღარიბის დონის შესაფასებლად იატაკსაც დააკვირდებიან.

დაითვლიან ყველაფერს, რისი გადამოწმებაც სახელმწიფოს ადვილად შეუძლია. დაითვლიან ოთახებს, გაზისა და წყლის გადასახადს. შეიცვლება ქულების მინიჭების სისტემაც.

ახალი პროექტით ბავშვებზე უფრო მეტი ფული დაიხარჯევა, ვიდრე უფროსებზე. მინიმალური გათვლებით, ყოველწლიურად დაახლოებით 18 მილიონი ზრდასრულებს მოაკლდებათ.

ახალი წლიდან შესაძლოა ღარიბები 5 ჯგუფად დაყონ და დახმარებაც სხვადასხვანაირად გადაუნაწილონ.

დღის ამბები