03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
„მაესტროს“ ჟურნალისტი დაკითხვაზე იმყოფება

ტელეკომპანია „ მაესტროს“ ჟურნალისტს ამ წუთებში სამართალდამცველები კითხავენ. გამოძიებას ნინი მეტრეველთან კითხვები, გრიგორი ლეპესის კონცერტზე მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით აქვს. საგამოძიებო უწყებასთან იმყოფებიან ჟურნალისტის ახლობლებიც.
შეგახსენებთ, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 143-ე მუხლით აღიძრა, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
გრიგორი ლეპსის კონცერტი თბილისში ხმაურით დაიწყო და სკანდალით გაგრძელდა. კონცერტის ორგანიზტორებმა თავისუფლება აღუკვეთეს ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტს ნინი მეტრეველს, რომელიც სპორტის სასახლეში მუშაობდა. გრიგორი ლეპსის დაცვამ ჟურნალისტი ერთი საათის შემდეგ გაათავისუფლა.

დღის ამბები