03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
ხოფაში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი იზრდება

ბათუმის ხოფას ბაზარში მომხდარი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაშავებული ერთი მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გამთენიისას გარდაიცვალა.

ექიმები დაშავებულის გადარჩენას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა დაშავებულის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

51 წლის დავით ფუტკარაძე ხოფას ბაზრობაზე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი იყო. მას ფილტვებზე პრობლემა ჰქონდა და ხანძრის დროს წარმოქმნილი კვამლის დროს გონება დაკარგა.

ხოფას ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. მაშველებმა ნამწვავებში ცოლ-ქმრის ცხედრები აღმოაჩინეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები