03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
დევნილები ისანში გამოსახლების პროცესს აპროტესტებენ

ხმაური იყო ისანში ყოფილი ჰოსპიტლის შენობაში, სადაც დევნილები ცხოვრობენ. დევნილთა სამინისტრო მათ, შენობიდან გამოსახლების სანაცვლოდ, დროებით საცხოვრებელს და ბინის ქირის 3 თვის ანაზღაურებას ჰპირდება, თუმცა დევნილთა ნაწილი ამ შეთავაზებას არ თანხმდება. საუბარია შენობაში მცხოვრებ 160 ოჯახზე. ისინი ჰოსპიტლის შენობასთან აქციას მართავენ.  

ხელისუფლების წარმომადგენლებისა და დევნილთა მოლაპარაკების პროცესს დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე იმყოფებოდა დევნილთა მინისტრის მოადგილე, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი ნიკა მელია დაუპირისპირდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები