03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
ქართველები სირიაში - პარლამენტი ახალ კანონპროექტს ამზადებს

მას შემდეგ, რაც სირიაში რიგით მერვე საქართველოს მოქალაქე მოკლეს, პარლამენტმა ახალი კანონის პროექტის განხილვა დაიწყო.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელი ირაკლი სესიაშვილი დღეს კანონპროექტის ზუსტ შინაარსზე არაფერს ამბობს, თუმცა აცხადებს, რომ პირი, რომელიც ტერორისტულ დაჯგუფებებში სხვა ქვეყანაში იბრძოლებს, დაისჯება.

საპარლამენტო უმცირესობა პრევენციული ღონისძიებების გატარებას მოითხოვს, რათა შეწყდეს საქართველოს მოქალაქეების სირიაში წასვლა და იქ ტერორისტულ ორგანიზაციებში საქმიანობა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სირიაში 8 ქართველი დაიღუპა. ბოლო გარდაცვლილის შესახებ ინფორმაცია დღეს, 8 დეკემბერს გავრცელდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები