07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
"ჩემი ვადის მომავალ ორ წელს მოვახმარ გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავებას" - გიორგი მარგველაშვილი

მომავალზე და საქართველო-გერმანიის ინტენსიურ თანამშრომლობაზე ორიენტირებული ვიზიტი - საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრებს აჯამებს.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, გერმანელ პოლიტიკოსებს ესმით საქართველოს სპეციფიკა, ქართული პოლიტიკური რეალობა, ისევე, როგორც საქართველოს ხელისუფლებას ესმის გერმანიის წინაშე არსებული გამოწვევები.

საქართველოს პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ მისი ვადის მომავალ ორ წელს ის გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავებას მოახმარს.

გიორგი მარგველაშვილი გუშინ ანგელა მერკელს შეხვდა - მხარეებმა ყველა აქტუალურ თემაზე იმსჯელეს.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება მომავალი ორი წლის განმავლობაში და მე ერთმნიშვნელოვნად ვთქვი, რომ ჩემი ვადის მომავალ ორ წელს მოვახმარ გერმანიასთან ურთიერთობების გაღრმავებას,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრებისა და ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, საქართველოს ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემაც. მან გერმანიის კანცლერის განცხადებებს მნიშვნელოვანი გზავნილები უწოდა.

დღის ამბები