07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
შეერთებული შტატები თურქეთს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს

სტამბოლის ტერაქტების შესახებ ტელეფონით ისაუბრეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა და თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჯონ კერიმ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთის, როგორც ნატოს მოკავშირის მიმართ მხარდაჭერა დააფიქსირა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეს საერთო ბრძოლაა.

“სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ტერაქტებზე მწუხარება გამოხატა. საუბარში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა ნატოს მეკავშირის, თურქეთის მიმართ ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის პროცესში”- განაცხადა ჯონ კირბიმ.

ტერაქტებთან დაკავშირებით სამძიმრის წიგნი გაიხსნა გაეროში, სადაც ჩანაწერი გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმაც დატოვა.

დღის ამბები