07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
ვლადიმერ პუტინმა თურქეთის წინააღმდეგ ტურიზმის სფეროში არსებული შეზღუდვები მოხსნა

ვლადიმერ პუტინმა თურქეთის წინააღმდეგ ტურიზმის სფეროში არსებული შეზღუდვები მოხსნა. შესაბამის დადგენილებას რუსეთის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. დოკუმენტის თანახმად, პრეზიდენტმა მთავრობას ორ ქვეყანას შორის ჩარტერული გადაზიდვების აღდგენა დაავალა.

ამას გარდა, პუტინის განკარგულებით მინისტრთა კაბინეტმა თურქულ მხარესთან ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს.

ურთიერთობების ნორმალიზებაზე ვლადიმერ პუტინმა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა შეთანხმებას სტამბოლში მომხდარი ტერაქტიდან მეორე დღეს, სატელეფონო საუბრის დროს მიაღწიეს.

დღის ამბები