07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
"ვმუშაობთ, რომ არსებობდეს ნატო-საქართველო"- შტაინმაიერი

საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ ბრიფინგზე, ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხელ ჯანელიძის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს მოლოდინი, რომ ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება საქართველოს პროგრესი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.

„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული დეკემბრის მინისტერიალზე, სადაც აღინიშნა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი, რომელიც აახლოებს მას წევრობისკენ და ასევე აღინიშნა, რომ საქართველო მას ძალიან ეფექტურად იყენებს. რა თქმა უდნა, ჩვენ ველით, რომ ვარშავის სამიტზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს. ასევე ჩვენ ვისაუბრებთ იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე და ახალ გზებზე, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და უსაფრთხოებას,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს უჭერს "ნატო-საქართველოს არსებობას".

„თუ თქვენ ნატოში გაწევრიანების გრძელვადიან პერსპექტივებზე საუბრობთ, არსებობს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის შეთანხმება. საქართველოში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ გერმანია ამას მხარს უჭერს. ვმუშაობთ იმაზე, რომ არსებობდეს ნატო-საქართველო, რომლის დანერგვაც არის ჩვენი ერთობლივი მუშაობის პროდუქტი და ეს მომავალშიც გაგრძელდება,“-აღნიშნა შტაინმაიერმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები