07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
ათათურქის ტერაქტის დროს დაჭრილი 3 წლის პალესტინელი ბავშვი გარდაიცვალა

სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. საავადმყოფოში აფეთქების დროს დაჭრილი 3 წლის პალესტინელი ბავშვი გარდაიცვალა.

თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტი ისლამური სახელმწიფოს ლიდერების ჩართულობით დაიგეგმა. სამართალდამცველები სტამბოლის იმ უბანშიც იმყოფებოდნენ, სადაც თვითმკვლელ ტერორისტებს ბინა ჰქონდათ ნაქირავები და სადაც ერთ-ერთმა თავდამსხმელმა პასპორტი დატოვა.

მეზობლების ნაწილმა უსაფრთხოების კამერების ჩანაწერებში აღბეჭდილი ეჭვმიტანილებიც ამოიცნო. ერთ-ერთი მეზობელი ქალის განცხადებით, ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, ბინიდან ქიმიური ნივთიერებების სუნიც გამოდიოდა.  

“ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე ჩვენ ყველა ერთად უარვყოფთ ტერორისტულ დაჯგუფებებსა და ტერორისტებს. ველით, რომ ყველა ქვეყანას ანალოგიური პოზიცია ექნება. ღმერთმა დაიფაროს ჩემი ერი მსგავსი უბედურების კიდევ ერთხელ განცდისგან,“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

 

დღის ამბები