07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
თურქულმა ავიაციამ ერაყის ჩრდილოეთით ქურთი მებრძოლების პოზიციები დაბომბა

სტამბოლის ტერაქტიდან სამი დღის შემდეგ, თურქეთმა მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა. ერაყის ჩრდილოეთ რეგიონში ავიაციამ ქურთი მებრძოლების პოზიციები დაბომბა.

სამხედრო მეთაურობამ იერიშების ამსახველი ვიდეო მასალაც გაავრცელა და განაცხადა, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, ქურთი მებრძოლების ბანაკი გაანადგურა.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ანკარას არ გაუვრცელებია.

დღის ამბები