07 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა სლოვაკეთი გახდა

პირველი ივლისიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა სლოვაკეთი გახდა. უფლებამოსილება სლოვაკეთის პრეზიდენტმა ნიდერლანდებისგან გადაიბარა.

რობერტ ფიკო დილიდან მართავს შეხვედრებს ბრიუსელში. პირველი მოლაპარაკება მან ევროკომისიის პრეზიდენტთან გამართა და განაცხადა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმ გამოწვევების მოსაგვარებლად, რომელთა წინაშეც ევროკავშირი მიგრანტების კრიზისისა და ბრექსიტის ფონზე დადგა.

სლოვაკეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა პირველად გადაიბარა. ქვეყანა ევროკავშირის წევრი 2004 წელს გახდა.

დღის ამბები