07 ოქტომბერი 2024,   22:22
ვრცლად
ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე ტერეზა მეის მომხრეთა რიცხვი იზრდება

ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრის მომხრეთა რიცხვი იზრდება. დევიდ კამერონის შემცვლელად ტერეზა მეის კანდიდატურას მინისტრთა კაბინეტის კიდევ ორმა წევრმა დაუჭირა მხარი, ასევე მას მიემხრო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტაბლოიდი დეილი მეილიც.

ტერეზა მეი კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტზე ფავორიტი კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო მომენტში, ბრექსიტის კამპანიის ხელმძღვანელმა ბორის ჯონსონმა პარტიულ არჩევნებში მონაწილეობა გადაიფიქრა. მანამდე ლონდონის ყოფილი მერი მმართველი გუნდის ლიდერის თანამდებობაზე მთავარ კანდიდატად მოიაზრებოდა, თუმცა პოსტზე საკუთარი კანდიდატურა ჯონსონის თანამოაზრემ, იუსტიციის მინისტრმა მაიკლ გოუვიმ წამოაყენა.

დღის ამბები