07 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
შეერთებული შტატები ადასტურებს, რომ სტამბოლის ტერაქტის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევია

თურქული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სტამბოლის ტერაქტის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევია, შეერთებული შტატების ოფიციალური პირებიც ადასტურებენ. განცხადება ტელეკომპანია CNN-ის ეთერში ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ გააკეთა. მაიკლ მაკოლის თქმით, ცნობა ტერაქტის აჰმედ ჩატაევის მიერ დაგეგმვის შესახებ, თურქეთის დაზვერვის სამსახურიდან გავრცელდა. თურქეთის ხელისუფლება მომხდართან ჩატაევის კავშირზე ოფიციალურად ამ დრომდე არ საუბრობს.

“დიდი ალბათობით, ამ თავდასხმის ორგანიზატორი ერაყსა და სირიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაურია. ჩვენი აზრით, ის კოორდინირებდა სამ თვითმკვლელ ტერორისტს სტამბოლში, რომ ეს თავდასხმა მოეწყოთ რამადანის პერიოდში. ის არის ჩეჩენი მეამბოხე. ალბათ ნომერ პირველი მტერი რუსეთის ჩრდილო კავკასიის რეგიონში. ის ბევრჯერ იმყოფებოდა სირიაში და შემდეგ გახდა ISIS-ის სამხედრო ოპერაციების ერთ-ერთი მთავარი მეთაური. ის პასუხისმგებელია საგარეო ოპერაციებზე. მისი სახელია აჰმედი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ის ISIS-ის სამხედრო ოპერაციების ერთ-ერთი მეთაურია. ის რუსეთიდანაა წამოსული და ის რუსეთის ნომერ პირველი ჩეჩენი მებრძოლია. დიახ, სწორედ ის. ინფორმაცია, რომ ის არის პასუხისმგებელია თავდასხმის დაგეგმვაზე, თურქეთის სადაზვერვო სამსახურიდან მოდის და არ გვაქვს მიზეზი, ეჭვი შევიტანოთ, რომ ის იყო სტამბოლის აეროპორტში მომხდარის თავდასხმის ორგანიზატორი,” - განცხადა ეროვნული უსაფრთხოების წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის თავმჯდომარემ მაიკლ მაკოლიმ.

დღის ამბები