07 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
ბანგლადეშში ტერორისტების ლიკვიდირების სპეცოპერაცია დასრულდა

ბანგლადეშში ტერორისტების ლიკვიდირების სპეცოპერაცია დასრულდა. სამართალდამცველები იტყობინებინ, რომ ექვსი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. შტურმის დროს ორი პოლიციელიც დაიღუპა. 

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სპეცდანიშნულების ძალებმა დედაქალაქ დაკაში მდებარე კაფე, სადაც ტერორისტებმა 20-მდე ადამიანი მძევლად აიყვანეს, შტურმით აიღეს. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 13 მძევალი გათავისუფლებულია. მათ შორის 7 იტალიის მოქალაქეა. 

გუშინ საღამოს დაკაში მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნეს. 

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

 

 

დღის ამბები