07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
სტამბოლის ტერაქტის შემსრულებლებს შორის ორი რუსეთის მოქალაქე იყო

სტამბოლის ტერაქტის შემსრულებლებს შორის ორი რუსეთის მოქალაქე იყო. ტერორისტების ვინაობა თურქულმა მედიამ დაასახელა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ტერორისტი რაკიმ ბულგაროვი იყო, მეორე თავდამსხმელი ვადიმ ოსმანოვი, ხოლო მესამე ტერორისტის ვინაობა ჯერ კიდევ დადგენილი არ არის.

ინფორმაცია, რომ ორ ტერორისტს რუსული პარპორტი ჰქონდა, ყირგიზეთის საგარეო საქმეთა უწყებამაც დაადასტურა.

ასევე ცნობილი ხდება, რომ აერორპოტზე ტავდასხმამდე ტერორისტებმა ნოუთბუკი გადააგდეს, რომელშიც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა.

გამოძიება დამატებითი დეტალების გარკვევას დაკავებულებისგან ცდილობს.

ტერაქტიდან 4 დღის შემდეგ ანტიტერორისტული ოპრაციის შედეგად ძალოვანებს უკვე 41 ეჭვმიტანილი ჰყავთ დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულთა შორის ასევე არიან რუსეთის მოქალაქეები. 

დღის ამბები