07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
სერგეი ლავროვისა და მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა სოჭში

ისლამური სახელწიფოს დამარცხება და ტერორიზმის წინააღმდეგ ძალისხმევის გაერთიანება გახდა მოლაპარაკების მთავარი თემა სერგეი ლავროვისა და მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრაზე.

რუსეთისა და თურქეთის საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრა სოჭში მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ვლადიმერ პუტინი და რეჟეპ ტაიპ ერდოღანი ურთიერთობის ნორმალიზებაზე შეთანხმდნენ.

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი და თურქეთი ტერორიზმის დამარცხების მიზნით ორმხრივ სამუშაო ჯგუფს აყალიბებენ, რომელშიც დიპლომატებთან ერთად სპეცსამსახურების წარმომადგენლებიც შევლენ.

ამ ჯგუფის მთავარი მიზანი სირიაში დაგეგმილი სამხერო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის გაცვლა გახდება.

დღის ამბები