07 ოქტომბერი 2024,   22:17
ვრცლად
ავიაკატასტროფა ციმბირში - ირკუტსკში ჩამოვარდნილ სახანძრო თვითმფრინავს ეძებენ

ციმბირში მასშტაბური სამაშველო-სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს. ირკუტსკის რეგიონში ჩამოვარდნილ სახანძრო თვითმფრინავს ეძებენ.

ილ 76, რომელიც ტყის ხანძრების სალიკვიდაციო ოპერაციაში იყო ჩართული, რადარებიდან გუშინ დილით გაუჩინარდა, კატასტროფის სავარაუდო ადგილის დადგენა კი სამაშველო ჯგუფმა დღის ბოლისკენ შეძლო.

თვითმფრინავის ბორტზე ათი ადამიანი იმყოფებოდა, ვარაუდობენ, რომ კატასტროფას ვერავინ გადაურჩა.

გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. ვარაუდობენ, რომ მიზეზი ტექნიკურ გაუმარტაობა იყო, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი პილოტის შეცდომა ან ტყის ხანძრების გამო რეგიონში არსებული ცუდი ხილვადობა გამხდარიყო.

დღის ამბები