07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
ISIS ტერაქტის მოწყობით ლონდონის საერთაშორისო აეროპორტს ემუქრება

ისლამური სახელმწიფოს მორიგი მუქარა - ტერორისტები ამჯერად თავდასხმის მოწყობით ლონდონის საერთაშორისო აეროპორტს ემუქრებიან.

მედიის ინფორმაციით, მუქარის შემცველი განცხადებები ტერორისტებმა ინტერნეტით გაავრცელეს და თავდასხმებით დაემუქრნენ სამგზავრო თვითმფრინავებს, რომლებიც რეისებს ჰითროუს აეროპორტიდან შეერთებული შტატების მიმართულებით ასრულებენ, კერძოდ კი, ლოს-ანჯელესსა და ნიუ-იორკში.

დიდი ბრიტანეთის ტრამსპორტის მინისტრის განცხადებით, მთავრობამ და ძალოვანმა სტრუქტურებმა არსებული საფრთხის ფონზე კონტრ-ტერორისტული ზომების გატარება დაიწყეს.

ევროპის ერთ-ერთ უდიდეს აეროპორტში უსაფრთოების განსაკუთრებული ზომებია ამოქმედებული.

დღის ამბები