07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
სერბეთის ქალაქ ჟიტიშტეში შეირაღებულმა მამაკაცმა კაფეში ცეცხლი გახსნა

სერბეთში თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. ქალაქ ჟიტიშტეში შეიარაღებილი მამაკაცი ერთ-ერთ კაფეში შეიჭრა და ავტომატური ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართო ცეცხლი გახსნა.

სროლის შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი. 22 დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანლი.

თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზევე დააკავა. მის ვინაობას სამართალდამცველები არ ასახელებენ, თუმცა ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ.

ძალოვანები აცხადებენ, რომ დანაშაულის მოტივი შესაძლოა, ოჯახური კონფლიქტი გამხდარიყო.

გავრცელებული ინფორმაციით, კაფეზე თავდასხმამდე ეჭვმიტანილმა, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე, საკუთარი მეუღლე და მისი მეგობარი მოკლა. 

დღის ამბები