07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
ჩეჩნური მედიის მტკიცებით, აჰმედ ჩატაევი საქართველოს მოქალაქე იყო

ჩეჩნეთის ძალოვანი სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ აჰმედ ჩატაევს საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული.

განცხადება რუსულ მედიასთან საუბრისას ჩეჩნეთის ვედენის რაიონის პოლიციის უფროსის მოადგილემ გააკეთა.

აბუფეტ მუჰადინოვის თქმით, სტამბოლის ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი უკრაინამ საქართველოს გადასცა და ამის შემდეგ ის არამხოლოდ ცხოვრობდა საქართველოში, არამედ მოქალაქეობაც ჰქონდა მიღებული, ხოლო 2015 წელს უკვე სირიაში გადავიდა.

მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ სპეცსამსახურების მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, აჰმედ ჩატაევის ძმა შესაძლოა, ამ დროისთვის თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს.

დღის ამბები