07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
აშშ-ის ინფორმაციით, სტამბოლში მომხდარი ტერაქტის უკან ახმედ ჩატაევი დგას

ახმედ ჩატაევის გვარი სტამბოლის ტერაქტების ორგანიზატორებს შორის ჯერ თურქულმა მედიამ, შემდეგ კი აშშ-ის კონგრესმენმა დაასახელა.

თურქული დაზვერვიდან მიღებული ინფორმაცია CNN-ის პირდაპირ ეთერში ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ გაავრცელა. მაიკლ მაკოლმა ახმედ ჩატაევი "ჩეჩენ მეამბოხედ" და "რუსეთის ჩრდილო კავკსიის რეგიონში ნომერ პირველ მტრად" მოიხსენია.

ახმედ ჩატაევი ტერორისტების შავ სიაში შეერთებულმა შტატებმა ჯერ კიდევ 2015 წელს ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ მეთაურთან, ომარ ალ შიშანთან, ერთად შეიყვანა. სწორედ სირიაში ტერორისტული დაჯგუფების მეთაურებს შორის აღმოჩნდა ქართული ციხიდან გათავისუფლებული ჩატაევი 2012 წლის დეკემბრის შემდეგ.

ახმედ ჩატაევის გათავისუფლებას ითხოვდენ უფლებადამცველი ორგანიზაციებიც. ყველაზე მეტად აქტიურობდა ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი, რომელსაც იმ პერიოდში ახლანდელი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, ხელმძღვანელობდა.

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იყო. თუმცა, საპროკურორო ზედამხედველობის ფუნქცია იმ დროისთვის იუსტიციის მოქმედ მინისტრს, თეა წულუკიანს, ჰქონდა.

ახმედ ჩატაევის გვარი ტერაქტის ორგანზატორად ჯერჯერობით თურქეთის ოფიციალურ პირებს არ დაუსახელებიათ. თუმცა, ტერაქტის შემდეგ, რომელსაც 44 ადმიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ რამდენიმე ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან.

 

 

ავტორი: თამარ ბაღაშვილი 

დღის ამბები