07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
თურქეთის პრეზიდენტმა ტერაქტის ადგილი მოინახულა

თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა ტერაქტის ადგილი მოინახულა. რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ათათურქის სახელობის აეროპორტში იმყოფებოდა და აფეთქებების დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგო. თურქეთის ლიდერს ის ადგილიც უჩვენეს, სადაც ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

სტამბოლის აეროპორტში მოწყობილ თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 45 ადამიანი ემსხვერპლა. გამოძიებამ ჯერჯერობით ორი თვითმკვლელის ვინაობა დაადგინა, ისინი რუსი ეროვნების რაკიმ ბულგაროვი და ვადიმ ოსმანოვი არიან.

დღის ამბები