07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
აჰმედ ჩატაევის ადგილსამყოფელის დასადგენად თურქეთის ხელისუფლება დახმარებას ოფიციალურ ვაშინგტონს სთხოვს

აჰმედ ჩატაევის ადგილსამყოფელის დასადგენად თურქეთის ხელისუფლება დახმარებას ოფიციალურ ვაშინგტონს სთხოვს. ამის შესახებ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით უოლ სტრიტ ჯორნალი წერს. გამოცემის ცნობით, ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ შეერთებული შტატებისა და თურქეთის სადაზვერვო სამსახურების პირველადი კვალი მიუთითებს, რომ სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების სერიის უკან სწორედ ისლამური სახელმწიფოს ჩეჩენი მებრძოლი, აჰმედ ჩატაევი დგას.

უოლ სტიტ ჯორნალის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთის ხელისუფლება მომხდართან ჩატაევის კავშირს ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებს, შეერთებული შტატების სპეცსამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სხვა მოსაზრება არ არსებობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები