07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
ლონდონში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება

ლონდონში BREXIT-ის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ბრიტანეთის დედაქალაქის ქუჩებში მსვლელობა ათასობით ადამიანმა მოაწყო.

აქცია სახელწოდებით "მარში ევროპისთვის" სოციალური ქსელით დაიგეგმა და ის პარლამენტის შენობასთან დასრულდა. დემონსტრანტები რეფერენდუმის შედეგებს აპროტესტებდნენ.

ბრიტანეთში 23 ივნისს ჩატარებულ რეფერენდუმში, ამომრჩევლის 52-მა პროცენტმა ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. 

დღის ამბები