07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
დამოუკიდებლობის 240 წელი - შტატების საელჩომ თბილისში ღონისძიება გამართა

ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერიდან 240 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეერთებული შტატების საელჩომ და სავაჭრო პალატამ ოჯახურ პიკნიკს უმასპინძლა.

ცოცხალი მუსიკა, ამერიკული და ქართული ბენდების შესრულებით, ჯამბაზები და კარიკატურისტები, გასართობი ღონისძიებები პატარებისთვის - საელჩოს ტერიტორიაზე მისულ 1200-მდე სტუმარს ორგანიზატორებმა საზეიმო გარემო დაახვედრეს.

ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოიერვერკით დასრულდა.

დღის ამბები