07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
ელექტრონული ფოსტის სკანდალთან დაკავშირებით ჰილარი კლინტონი გამოკითხეს

ელექტრონული ფოსტის​ სკანდალთან დაკავშირებით შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ჰილარი კლინტონი გამოკითხა. პრეზიდენტობის კანდიდატის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითი ხასიათის იყო.

კლინტონს სახელმწიფო მდივნის პოსტზე მუშაობის დროს პირადი ელექტრონული ფოსტის გამოყენებაში ადანაშაულებენ, თუმცა თავად კატეგორიულად უარყოფს, რომ საიდუმლო ინფორმაციას პირადი ელექტრონული ფოსტით აგზავნიდა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტში ჩატარებული შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ ყოფილი სახელმწიფო მდივანი და მისი თანაშემწეები ინტერნეტუსაფრთხოებას არასაკმარის ყურადღებას უთმობდნენ.

დღის ამბები