07 ოქტომბერი 2024,   22:25
ვრცლად
სტამბოლის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით კიდევ 3 ეჭვმიტანილი დააკავეს

სამართალდამცველებმა სტამბოლის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით კიდევ 3 ეჭვმიტანილი დააკავეს, რითაც დაკავებულთა საერთო რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. ეჭვმიტანილებს შორის 15 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. პარალელურად, სტამბოლის სასამართლოს წინაშე პირველად წარსდგა ტერაქტის მეორე დღეს დაკავებული 13 ეჭვმიტანილი.

თავდასხმის ორგანიზატორის ვინაობას თურქეთის ხელისუფლება ამ დრომდე არ ასაჯაროებს, თუმცა მედია ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ მეთაურს აჰმედ ჩატაევს ასახელებს. შეერთებული შტატების სპეცსამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით, უოლ სტრიტ ჯორნალი იმასაც წერს, რომ თურქეთის ხელისუფლებამ ჩატაევის ადგილსამყოფელის დასადგენად დახმარება ოფიციალურ ვაშინგტონს სთხოვა.

დღის ამბები