07 ოქტომბერი 2024,   22:26
ვრცლად
ბაღდადში ისლამური სახელმწიფოს თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 165-მდე გაიზარდა

ბაღდადში ისლამური სახელმწიფოს თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 165-მდე გაიზარდა, დაშავებულთა რაოდენობა კი 200-ს აღწევს. აფეთქებები ორ სხვადასხვა ადგილას მოხდა.

თავდაპირველად, თვითმკვლელმა ტერორისტმა დანაღმული მანქანა დედაქალაქის ცენტრში, სავაჭრო ქუჩაზე მდებარე რესტორნის მახლობლად ააფეთქა, რასაც ადგილზე მასშტაბური ხანძარიც მოჰყვა. მეორე ბომბი კი დედაქალაქის შიიტურ რაიონში აამოქმედეს. დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია. ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას არ გამორიცხავს, რადგან დაშავებულთა უმეტესობა მძიმე მდგომარეობაშია.

დღის ამბები