07 ოქტომბერი 2024,   22:19
ვრცლად
ტერორიზმი და თურქეთი - ათათურქის აეროპორტზე მომხდარი თავდასხმის ანატომია

ბოლო თვეების განმავლობაში თურქეთი ტერორისტების სამიზნე არაერთხელ გახდა. ამჯერად მასშტაბები გაიზარდა და 3 შეიარაღებული პირი ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში შეიჭრა. აფეთქების პარალელურად მათ აეროპორტის ტერიტორიაზე ცეცხლიც გახსნეს, რასაც საბოლოო ინფორმაციით 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 94 კი სხვადასხვა დაზიანებებით ამ დრომდე განაგრძობს მკურნალობას.

დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის მოქალაქეები, აეროპორტის თანამშრომლები და მცირეწლოვნებიც არიან.

მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ, თურქეთს სოლიდარობა სხვადასხვა ქვეყნებმა გამოუცხადეს და შენობები თურქეთის დროშის ფერებში გაანათეს. 

ავტორი: რუსუდან დათუკიშვილი.

დღის ამბები