03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანტიკორუფციული უწყების შექმნის ინიციატივა

ქვეყანაში ანტიკორუფციული სისტემის გამოწვევებზე იმსჯელებენ დღეს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამ მიმართულებით არსებულ წარმატებებსა და პრობლემებზე გააკეთებენ აქცენტს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" ხაზს უსვამენ, რომ საჯარო სამსახურში მიღების წესებსა და სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გარკვეული ხარვეზები არსებობს, რისთვისაც მიზანშეწობილი იქნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა.

არასამთავრობო ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელის ლევან ურუშაძის განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს საქართველოში, საკმაოდ გამჭვირვალეა, თუმცა გარკვეული ხარვეზები მაინც შეინიშნება.

"მაინც არსებობს პრობლემები, მაგალითად, საჯარო სამსახურში მიღების წესებთან დაკავშირებით, სახელმწიფო შესყიდვების სფეროში, ქონებრივი დეკლარაციების სფეროში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიზანშეწონილია დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყების შექმნა, რომელიც დღეს არ არსებობს საქართველოში და რომელიც ისარგებლებს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით და იქნება აღჭურვილი სათანადო რესურსებითა და სათანადო უფლებებით, რათა მოახდინოს კორუფციის პრევენცია ქვეყანაში," - განაცხადა ლევან ურუშაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები