07 ოქტომბერი 2024,   22:29
ვრცლად
თავდასხმა აშშ-ის საკონსულოზე საუდის არაბეთში - დაშავდა დაცვის 2 თანამშრომელი

თავდასხმა შეერთებული შტატების საკონსულოზე საუდის არაბეთში, შემთხვევა ქალაქ ჯიდაში მოხდა.

ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტი ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედებას საკონსულოს შენობასთან გეგმავდა.

დაცვის თანამშრომლებმა მისი შეჩერება სცადეს, რის შემდეგაც თავდამსხმელმა მანქანების სადგომზე აიფეთქა თავი.

მომხდარის შედეგად დაშავებულია დაცვის 2 თანამშრომელი. საკონსულოს მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული. სამართალდამცველები ტერორისტის თანამზრახველებს ეძებენ.

დღის ამბები