07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
ოდესის პორტში უკრაინის საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილ აღლუმი გაიმართა

ოდესის პორტში უკრაინის საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილ აღლუმი გაიმართა. ღონისძიებას უკრაინის პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და ოდესის ოლქის გუბერნატორი ესწრებოდნენ.

პეტრო პოროშენკომ საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდები დაათვალიერა, მათ შორის ის გემები, რომელთა ყირიმის პორტიდან გამოყვანა რუსეთის მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ მოხერხდა.

პრეზიდენტის განცხადებით,  ყირიმის ოკუპაციის შედეგად უკრაინულმა საზღვაო ძალებმა სამხედრო ხომალდების 70 %-ზე მეტი დაკარგეს, ხოლო დარჩენილი გემების უმრავლესობა განახლებას საჭიროებს.

დღის ამბები