07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
ლონდონი ნატოს რუსეთის შეკავების მიზნით, სამხედრო პოტენციალის გაზრდისკენ მოუწოდებს

სამიტამდე ორი დღით ადრე ლონდონი ნატოს რუსეთის შეკავების მიზნით სამხედრო პოტენციალის გაზრდისკენ მოუწოდებს. ამაზე საუბრია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულ მოხსენებაში, რომელიც საქართველოის ტერიტორიების ოკუპაციაზეცაა საუბარი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების მიტაცება არ უნდა განიხილებოდეს ცალ-ცალკე საკითხად და ეს წარმოადგენს მოსკოვოს გლობალური გავლენის აღდგენის მცდელობას.

ამ ფონზე, ალიანსმა უნდა გააძლიეროს თავდაცვა, რუსეთის შეკავების საშუალებებს გადახედოს და სამხედრო კონფრონტაციის რისკის შესამცირებლად მოსკოვთან დიალოგი აღადგინოს.

პარლამენარებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის შეკავების პოლიტიკა უფრო ეფექტური უნდა გახდეს, რადგან მოსკოვის პროპაგანდაზე არასათანადოდ რეაგირებს. ამას გარდა, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მოსკოვის წინააღმდეგ არსებული სანქციების გაფართოების მომხრეცაა.

დღის ამბები