07 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
ნატოს ლიდერების დასახვედრად პოლონეთში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს

ნატოს ლიდერების დასახვედრად პოლონეთში ბოლო სამზადისი მიმდინარეობს. ქვეყნის მასშტაბით უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს. განსაკუთრებული კონტროლი დაწესდა საზღვრებზე.

მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა შენგენის ზონის წევრია, პოლონეთმა დროებით შეზღუდვა დააწესა და საზღვრებზე საგანგებო საგუშაგოები მოაწყო. კონტროლდება და მოწმდება ყველა პირი და სატრანსპორტო საშუალება, რომელიც პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას ცდილობს.

შემოწმება ეხება ევროკავშირის მოქალაქეებსაც. ოფიციალური პირების განცხადებით, საზღვრის კონტროლის რეჟიმი 2 აგვისტომდე შენარჩუნდება.

დღის ამბები